დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 17 დეკემბრის 00:00 საათიდან
06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირის პირველი რესპუბლიკის
მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.
საახალწლო განათებების მონტაჟს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.




























