მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანიაღვრეებს გადაფარული ჰქონდა ნარჩენები, ნაჭრები, ქილები - ხელით გავწმინდეთ"-"თბილსერვისის" უფროსი

წყალდიდობა
BM. GE
30.08.23 10:00
58

"თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა, დავით ფაჩულიამ თბილისში მოსული ძლიერი ნალექის და ქუჩებში შექმნილი პრობლემების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, თავად სანიაღვრე ქსელი გაწმენდილი იყო, თუმცა წყალშემკრებ სისტემას თავზე ხშირ შემთხვევაში გადაფარული ჰქონდა ნაჭრები, ფოთლები, პოლიეთილენის ქილები რაც წყლის გასვლას აფერხებდა. მისი თქმით, "თბილსერვისის" თანამშრომლებმა სანიაღვრეები ხელით გაწმინდეს. 

„ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ, სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას. ხელით გავწმინდეთ, გაიტანა სანიაღვრემ, გაიწმინდა, დრო სჭირდება, რომ სრულად გაიტანოს. ნარჩენია ძალიან ბევრი, ნალექი, ქვიშაა ჩამოტანილი“, - განაცხადა ფაჩულიამ.

29 აგვისტოს საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის არაერთ უბანში მოქალაქეებისთვის პრობლემები შექმნა. წაიქცა ხეები, დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა კაბელები. 

29 აგვისტოს ღამით გავრცელებული განცხადებით თბილისის მერიამ მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები