დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.