მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიებმა საახალწლო განათებების შესყიდვა დაიწყეს - რა უჯდებათ მუნიციპალიტეტებს გარე განათება?

საახალწლო განათება

მუნიციპალიტეტებმა საახალწლო განათებების შესყიდვის პროცესი დაიწყეს.

ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზესტაფონის და სამტრედიის მერიებს. ამ ეტაპისთვის გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება 628 ათასი ლარია.

თბილისი

"თბილესრვის ჯგუფს" 231 000 ლარის ტენდერი 30 სხვადასხვა ზომის "შობის ყვავილის" შესასყიდად აქვს გამოცხადებული.

ზესტაფონი

მერიას ამ ეტაპზე 100 000 ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული, რითაც: ფიფქებს, ვარსკვლავებს, ირემს, ანგელოზს, ბაფთებს, სანტას და სხვა საახალწლო გარე განათებებს იყიდის;

რუსთავი

მერიას 11 400 ლარის ტენდერი ნაძვისხის მოსართავი სათამაშოების შესასყიდად აქვს გამოცხადებული;

ფოთი

ფოთის მერია 199 800 ლარს დახარჯავს "ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შესაძენად".

სამტრედია

ქალაქმა 85.8 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა საახალწლო განათებების და სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვისთვის. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქი კუბებსა და ფიფქებს იყიდის, რომელიც უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ხარისხობრივად უნაკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები