მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათები აშშ-დან საქართველოში 4-6 დღეში - კომპანია Boxette Georgia-ს ახალი სერვისი მომხმარებელს

ბოქსეტ
19.11.23 22:18
896

„ბოქსეტ ჯორჯიას“ სიახლე აქვს - კომპანიამ ამერიკიდან საქართველოში ამანათების ჩამოტანა დაიწყო. ამანათები ამერიკიდან კვირაში ორჯერ იგზავნება, გამოგზავნიდან 4-6 სამუშაო დღეში კი ნივთები უკვე თქვენს მისამართზეა თბილისში. სიახლის შესახებ BMGTV-ის ეთერში, გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" კომპანიის კომპანიის დამფუძნებელი მიშა მურცხვალაძე და “ბოქსეტ ჯგუფის” გენერალური დირექტორი, იოსებ კანთელაძე:

მიშა მურცხვალაძე: "ამერიკა ლიდერია იკომერსებში, ყველაზე დიდი პლატფორმები მდებარეობს აშშ-ში და ეს ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტად განვითარდა იკომერსი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამერიკაში წარმოებული პროდუქციაა ყველაზე მრავალფეროვანი, საუკეთესო ფასებით წარმოდგენილი და მოთხოვნა ამ პროდუქტზე გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროდუქტზე.

Boxette Georgia უკვე სამი წელია წარმოდგენილია ბაზარზე. ჩვენ ვახორციელებთ ამანათების გადატანას როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში, და ახლა დავიწყეთ საქართველოს მიმართულებით ამერიკიდან ამანათების ტრანსპორტირება. ჩვენ გამოვირჩევით რამდენიმე ფაქტორით: სწრაფი ჩამოტანა: 4-დან 6 დღემდე, რაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ჩამოტანის სერვისია, ასევე გვაქვს ლოიალობის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ რაც მეტად შოპინგობს მომხმარებელი, მით მეტი ფასდაკლება ექნება ჩამოტანის ღირებულებაზე, გვაქვს ასევე რამდენიმე უნიკალური სერვისი - ფოტოგადაღება, ნივთის შემოწმება ადგილზე და ა.შ. ჩვენ აშშ-ში გვაქვს ორი საწყობი, მათგან ერთი დაკავებულია ამანათების შეგროვება-შენახვით, მეორე ემსახურება მთელ მსოფლიოს იკომერსს".

ნებისმიერ ქართველ მეწარმეს, ნებისმიერი ქართული პროდუქციის რეალიზაცია შეუძლია?

იოსებ კანთელაძე: "მეწარმეებს ევალებათ შექმნან საინტერესო, გასაყიდი პროდუქტი, დანარჩენს იზამს Boxette Georgia. ჩვენ მოვახდენთ ტრანსპორტირებას ამერიკაში, განვაბაჟებთ და მივიტანთ ამაზონის ოფისში. სრულ სერვისს ვთავაზობთ მეწარმეებს. ამ ყველაფერს ემატება ბათუმის საწყობი".

რას ნიშნავს ფულფიმენტის ქსელი?

იოსებ კანთელაძე: "უკვე სამი წელია საქართველოში შემოვედით და ბაზარს შევთავაზეთ ფულფიმენტი, იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონოდათ ქართველ მეწარმეებს გაეყიდათ თავიანთი პროდუქცია ამერიკაში, სხვადასხვა პლატფორმებზე. საკმაოდ წარმატებული რამდენიმე მეწარმე გვყავს, რომლის პროდუქციაც იყიდება ამერიკაში და წელს მიზნად დავისახეთ, რომ ფულფიმენტის საერთაშორისო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში. გავხსენით პირველი ცენტრი ბათუმში და მიზნად გვაქვს, რომ ჩვენი ფულფიმეტცენტრების გახსნით ხელი შევუწყოთ იკომერსის განვითარებას საქართველოში. ერთ-ერთი ჩელენჯი, თუ რატომ არ ვითარება საქართველოში იკომერსი არის ის, რომ გვაქვს სუსტი ლოჯისტიკური არხები და ძალიან ძვირია პროდუქციის მიწოდება".

„ბოქსეტ ჯორჯია“ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფის - Boxette-ის წევრია.

ბიზნეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, თურქეთი, საქართველო და უზბეკეთი. „ბოქსეტ ჯორჯია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ქართული პროდუქტის გაყიდვა საერთაშორისო პლატფორმაზე (Amazon, eBay, Etsy, Walmart და ა.შ.).

„ბოქსეტ ჯორჯიამ“ საქართველოში პირველმა დაიწყო ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საწყობების (ფულფილმენთის) ქსელის აწყობა, რაც საგრძნობლად უწყობს ხელს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლიენტებს უკვე წარმატებით ემსახურება ბათუმის ფულფილმენთ (ლოგისტიკური) ცენტრი.

ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების გარდა, კომპანია სთავაზობს სასაწყობე სერვისებს ამერიკაში ელექტრონული კომერციით დაკავებულ კლიენტებს მთელი მსოფლიოდან. აღსანიშნავია, რომ „ბოქსეტ“ ჯგუფს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ლოგისტიკაში. უკვე 3 წელია, რაც ოპერირებს საქართველოში და ამ დროის განმავლობაში აგზავნის საქართველოდან ამანათებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. კომპანია უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ამანათი ადრესატთან ჩავიდეს მაქსიმალურად სწრაფად, უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები