მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათების დროულად ჩაბარება ფერხდება - რას ითხოვენ გადამზიდავები?

ამანათიი

“თუ ასეთი პრობლემა ჩნდება რეაგირება უნდა იყოს მყისიერი”- ამანათების გადამზიდავი კომპანიები გზავნილის ჩაბარების პროცედურების გამარტივებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, დღეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გამო არაერთი გზავნილი ფერხდება. მათი თქმით, საქმე ეხება არადეკლარირებულ ამანათებს.

UPS საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი ქოპილაშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით შესაბამისი კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან იყო, თუმცა ნაბიჯები არ გადადგმულა. მისი თქმით, აუცილებელია გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება.

“ვფიქრობთ, უნდა გავიზიაროთ მსოფლიო პრაქტიკა, ეს არის ევროპის და ამერიკის პრაქტიკა, სადაც არ მოითხოვება პირადი ნომრების დაფიქსირება გზავნილის ჩაბარების დროს. ანალოგიურად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ფურცლებზე გადატანის საკითხი ამოვიღოთ გზავნილის ჩაბარების დროს. რადგან ხშირია შემთხვევები, როცა არაუფლებამოსილი პირი გვხვდება ადგილზე, გზავნილი ვერ ბარდება, ბრუნდება უკან, შემდეგ ხელახლა ხდება ამის ჩაბარება. ჩვენ ვერ ვარღვევთ წესს, ვერგებით მას, რაც ძალიან ართულებს პროცედურას. ვფიქრობთ, როგორც ადრე იყო ეს დარეგულირებული უნდა ფიქსირდებოდეს გვარის მიხედვით ჩაბარება, შესაბამისად, აისახება ეს ჩვენ სისტემებშიც. ასე დაწვრილებით შემაფერხებელი გარემოებაა.

ორიენტირებული უნდა ვიყოთ რომ თანამედროვე საშუალებები გამოვიყენოთ ყველა მიმართულებით. თუ ასეთი პრობლემა ჩნდება რეაგირება უნდა იყოს მყისიერი. გამოვძებნოთ, რაღაც ალტერნატიული თანამედროვე საშუალება, რომ ამ პროცედურებით დრო არ გაიწელოს და დროულად მოხდეს ამანათის ჩაბარება,”- ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები