მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათების გადაზიდვა 15%-20%-ით გაძვირდა - კომპანია „კამექსი“

6375f3a218c3f
მარიამ დემეტრაშვილი
21.11.22 00:38
925
ამანათების ტრანსპორტირება გაძვირდა. გადამზიდი კომპანიები ტარიფების მატების უმთავრეს მიზეზად საწვავის გაძვირებას ასახელებენ.

კომპანია „კამექსის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი გიგა სეთურიძე ამბობს, რომ ამერიკისა და ბრიტანეთის მიმართულებებზე გზავნილების გადაზიდვის ღირებულება დაახლოებით 15%-20%-ით გაიზარდა.

„უმთავრესი მიზეზი, რამაც ტარიფების ზრდა გამოიწვია, ეს საწვავის გაძვირებაა. ამას ემატება ფასების ზრდა უცხოურ საწყობებზე, იმ მასალებზე, რასაც ვიყენებთ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის და ასევე, სახელფასო ფონდის ზრდა და ა. შ. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწია ტარიფების კორექტირება.

წელს ამერიკის მიმართულებაზე ორჯერ მოგვიწია ფასის ზრდა. მანამდე სტაბილურად გვეჭირა ის ტარიფი, რაც გვქონდა კომპანიის გახსნიდან დღემდე. ამერიკაზე დაახლოებით 20%-ით არის მომატებული და სტანდარტული ტარიფი ამჟამად 1კგ.ზე 9$-ს შეადგენს. გერმანიაზე ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ვახერხებთ, ხოლო ბრიტანეთის მიმართულებით 1-ლი ნოემბრიდან გადაზიდვების ღირებულება, დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და 1 კგ.-ზე 9.9$-ს შეადგენს. ახალი დამატებული გვაქვს თურქეთის მიმართულება და ჯერ ტარიფის შეცვლა არ იგეგმება“, - განაცხადა გიგა სეთურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები