მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა 16 ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ტარიფებსა და შეზღუდვებს ამზადებს

ტრამპი ტარიფები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 16 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ საბაჟო ტარიფების გაზრდასა და ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ახალი გადასახადები იმპორტირებული პროდუქციის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება. გამონაკლისი იმ საქონელს შეეხება, რომელიც ცალკეული ტარიფებით უკვე იბეგრება.

რაც შეეხება კონკრეტულ სატარიფო განაკვეთებს, ევროკავშირისთვის, იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის 15%-იანი ან უფრო დაბალი ნიშნულის დაწესება განიხილება. ამის საპირისპიროდ, ჩინეთს, ვიეტნამსა და ინდოეთს შესაძლოა, გაცილებით მაღალი საბაჟო ბარიერები დაუწესდეთ.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაკვეთები და იმ პროდუქტების ზუსტი ჩამონათვალი, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა უცხოური მთავრობების მიერ ინდუსტრიული სუბსიდირების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები შესაძლოა, მიმდინარე კვირას გამოაქვეყნოს და ტარიფების ამოქმედება სწორედ ამ გამოძიებასთან იქნება დაკავშირებული.

სატარიფო პოლიტიკის ამგვარი გამკაცრება საერთაშორისო ბაზრებზე დამატებით რისკებს ქმნის. ექსპერტთა შეფასებით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში გლობალური ვაჭრობისა და ინფლაციის პროგნოზებთან დაკავშირებული გაურკვევლობა გაიზრდება და ბაზარზე სატარიფო რისკის პრემიუმი დაბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები