კომპანია Boxette Georgia-მ ამერიკიდან ამანათების ჩამოტანა დაიწყო და მათი მომავალ მფლობელებთან მოკლე დროში მისატანად გზავნილები აშშ-დან 2 ჯერ იგზავნება, რაც იმის წინაპირობაა, რომ როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ 4-6 სამუშაო დღეში ნივთები დანიშნულების ადგილზე ხვდება. კომპანიამ მომხმარებლებისათვის დანერგა ლოიალობის სისტემაც, რომელიც ოქროს სტატუსის მომხმარებელს უფასო საკურიერო მომსახურებას სთავაზობს თბილისის მასშტაბით. კომპანიის მომსახურების სფეროში ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების გარდა, ელექტრონული კომერციით დაკავებული კლიენტებისთვის მთელი მსოფლიოდან ამერიკაში სასაწყობე სერვისებსაც სთავაზობს.
➡მიხეილ მურცხვალაძე - “ბოქსეტ ჯგუფი”, დამფუძნებელი;
➡იოსებ კანთელაძე - “ბოქსეტ ჯგუფი”, გენერალური დირექტორი;
➡გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;