მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ამაზე საუბარი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს მაგონებს”- ექსპერტი კერძო სექტორის მიერ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობაზე

6039284bb8859
ანუკა ჯოხაძე
26.02.21 22:46
646
“დღეს ამაზე საუბარი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს მაგონებს”- ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი კერძო სექტორის მიერ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას. როგორც ქეთევან ჩხატარაშვილი ამბობს, ძირითადმა სამმა მწარმოებელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კერძო სექტორთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს, რადგან ჯერ სახელმწიფოების მოთხოვნის დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება.

მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ჯერჯერობით კერძო არხებით ვაქცინის შესყიდვის პრეცედეტი არ ფიქსირდება, შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ კერძო სექტორი საქართველოში ვაქცინების შემოტანას შეძლებს.

“ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართვა-არ ჩართვაზე საუბარი არაა, საუბარია რამდენად რეალურია რომ მათ ვინმე დღეს დაელაპარაკოს. მითუმეტეს საქართველოს ზომის ბაზრიდან გამომდინარე. ხშირად გამიგია, რომ ადარებენ ვაქცინაციის პროცესს ტესტირებას, განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს იმიტომ რომ ტესტირებაზე არცერთ მწარმოებელს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა დასაწყისში ესეც პრობლემატური იყო,იმიტომ რომ ინფექცია ახალი იყო და ტესტი რამდენად სანდო იყო, არავინ იცოდა. ეს ორი სიტუცია მკვეთრად განსხვავდება ერთამენთისგან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მე ეს რეალისტურად არ მიმაჩნია", - აცხადებს ქეთევან ჩხატარაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კერძო არხებით მოხდება ვაქცინის შემოტანა, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვის შვება იქნება, რადგან მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელსაც აქვს საშუალება, შეძლებს ვაქცინის შეძენას. თუმცა მისი თქმით, მეორე მხრივ, უთანასწორობა შეიქმნება, როგორც ეს განვითარებული და ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები