მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ი ბრიტანეთში Visa-ს საკრედიტო ბარათების მიღებას შეაჩერებს

6194ff6b9671e
ნათია თაქთაქიშვილი
17.11.21 21:17
1039
საცალო გაყიდვების ონლაინ პლატფორმა Amazon-ი დიდ ბრიტანეთში Visa-ს საკრედიტო ბარათების მიღებას შეაჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 19 იანვრიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Amazon-მა აღნიშნული გადაწყვეტილება საკრედიტო ბარათებით ტრანზაქციაზე დაწესებული მაღალი საკომისიოების გამო მიიღო.

Visa თავის მხრივ Amazon-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ამ ნაბიჯით მომხმარებელთა არჩევანს ზღუდავს.

„ბარათით ტრანზაქციებზე დაწესებული ტარიფები სამწუხაროდ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ბიზნესებისათვის, რაც ხელს გვიშლის მომხმარებელს პროდუქცია საუკეთესო ფასად შევთავაზოთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ვითარდება, ფასები შემცირების ნაცვლად იზრდება“, - აღნიშნულია Amazon-ის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები