მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ი OpenAI-ში $50 მილიარდის ინვესტირებისთვის ემზადება

Amazon-ი და OpenAI
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ი წამყვან ტექნოლოგიურ სტარტაპ OpenAI-ში $50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განიხილავს.

არსებული ინფორმაციით, კოლოსალური მოცულობის თანხების ჩადებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ერთი მხრივ, Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ჯესი უძღვება, მეორე მხრივ კი, OpenAI-ს დამფუძნებელი, სემ ოლტმენი. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და ამჟამად მხარეები ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ამ რაუნდის ფარგლებში ChatGPT-ს შემქმნელი სტარტაპი დამატებით $100 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას იმედოვნებს, საიდანაც $30 მილიარდი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, SoftBank-ის მიერ იქნება ჩადებული. ამ რაუნდის მიწურულს, OpenAI-ის შეფასება $830 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს და გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპი. შეგახსენებთ, ამჟამად ამ პოზიციას ილონ მასკის Space X-ი იკავებს $800 მილიარდი დოლარით.

Microsoft-ის შემდეგ OpenAI-თ კიდევ ერთი ტექ-გიგანტის დაინტერესება მიუთითებს, რომ ისინი სტარტაპს პერსპექტიულად აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ ის პროდუქტები, რომლებსაც სემ ოლტმენის გუნდი ქმნის, მომავალში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდება. შესაბამისად, OpenAI იქცევა მაღალშემოსავლიან საჯარო კომპანიად, რომელიც დამფუძნებელ და ინვესტორ კომპანიებს წლების შემდეგ დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ ბეზოსის Amazon-ი მხოლოდ OpenAI-თი არ არის დაინტერესებული. ტექ-გიგანტმა რამდენიმე თვის წინ $8 მილიარდი სწორედ ამ სტარტაპის კონკურენტ Anthropic-ში ჩადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები