მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი პოლონეთში 31 მილიონი ზლოტით დაჯარიმდა - მიზეზი

amazon
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უმსხვილესი გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი პოლონეთის ბაზრის მარეგულირებელმა (UOKiK) 31 მილიონი ზლოტით, ანუ 7.8 მილიონი დოლარით დააჯარიმა - მიზეზი პროდუქტის მარაგებისა და მიწოდების თარიღების შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.

სააგენტომ მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებაში მომხმარებლების განცხადებები შევიდა, რომელთა თანახმადაც, Amazon-ი ამანათების მიწოდებას ან აგვიანებდა, ან საერთოდ - აუქმებდა.

“მომხმარებელს აქვს უფლება ჩათვალოს, რომ პროდუქტის ყიდვისას გამყიდველის მიერ განთავსებული ინფორმაცია მიწოდების ვადებსა და მარაგებზე, ზუსტია და შეცდომაში არ შეიყვანს”, - ნათქვამია UOKiK-ის განცხადებაში. მარეგულირებელი განმარტავს, რომ მოკვლევა Amazon-ზე მითითებული თარიღების მიხედვით დაიწყო, როდესაც ამანათის მიტანის დრო მომხმარებელს გარანტირებულ ინფორმაციას არ აწვდის.

ამაზონის პრესსამსახურის განცხადებით, კომპანია ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.

“ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ამანათს დროულად აღებს, თუმცა იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ მიტანის ვადა ხანგრძლივდება ან შეკვეთა მათგან დამოუკიდებლად უქმდება, მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს, რათა ეს გამოვასწოროთ.

გასული წლის განმავლობაში ჩვენ UOKiK-თან ვთანამშრომლობთ და ამ პრობლემის გადაჭრის არაერთი გზა შევთავაზეთ, რათა Amazon-ის მომხმარებელთა გამოცდილება ერთად გაგვეუმჯობესებინა. ყველა ქვეყანაში, სადაც Amazon-ი ოპერირებს, სამართლის სტანდარტებს მკაცრად ვიცავთ და მარეგულირებლის შეფასებასა და ჯარიმას აბსოლუტურად არ ვეთანხმებით”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები