მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხის დაბრუნება, ნივთის შეკეთება და შეცვლა - რაზე ჩივიან მომხმარებელი GCCA-ში?

ვაჭრობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის 8 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, თუ რა ძირითადი მოთხოვნებით მიმართავენ მოქალაქეები უწყებას საკუთარი უფლებების დასაცავად.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული 1 758 განაცხადიდან, ყველაზე დიდი ნაწილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე მოდის. სტატისტიკა კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თანხის უკან დაბრუნება: 707 განაცხადი;
  • ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენა: 431 განაცხადი;
  • ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან შეცვლა: 393 განაცხადი;
  • სხვა დანარჩენი მოთხოვნები: 227 განაცხადი.

რაც შეეხება ვაჭრობის ფორმას, მომხმარებელთა მოთხოვნების 69% ონლაინ ვაჭრობის ფაქტებს ეხება, ხოლო 31% შემთხვევაში მოქალაქეები ნივთის ადგილზე შეძენისას წარმოქმნილ პრობლემებზე დავობენ.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესახებ განაცხადების ყველაზე დიდი წილი - 67% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის. მას მოჰყვება:

  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%;
  • სხვა სახის საქმიანობები - 19%.

GCCA-ის ცნობით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით შემოსული განცხადებების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110%-ით არის გაზრდილი. ჯამში, სააგენტოში 1 758 განაცხადი და 5 367 ზარი დაფიქსირდა.

8 თვეში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის 114 მოვაჭრე 289 663 ლარით დაჯარიმდა | GCCA

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები