მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის ბიზნესი 214 398 ლარით დაჯარიმდა - GCCA

კონკურენციის სააგენტო

7 თვის მონაცემებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 204 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 472 საქმეზე.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 93 მოვაჭრეს - 221 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 214 398 ლარის ოდენობით.

ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 139 საქმეზე - 120 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

მომხმარებელთა განაცხადები 106%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად GCCA-ში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები