მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ის მოგება და შემოსავლები გაიზარდა

Amazon ჯეფ ბეზოსი
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 143.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის $1 მილიარდით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

გარდა ამისა, გაზრდილია Amazon-ის საოპერაციო მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 10.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის Cloud-მიმართულების, AWS-ის მხრიდან დაგენერირებული შემოსავლის მოცულობა $25 მილიარდს აღწევს და წელს მოსალოდნელია, რომ ის $100 მილიარდს გადააჭარბებს. AWS-ის დრამატული ტემპით ზრდის ფონზე, ინვესტორები საფონდო ბირჟაზე მისი ცალკე განთავსების პერსპექტივას აქტიურად განიხილავენ.

Amazon-ის ფინანსური შედეგები გაუმჯობესებულია ფაქტობრივად ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით კარგი შედეგები კი ელ. კომერციის პლატფორმას აქვს, რომელიც მსოფლიოში უპირობო ლიდერია.

ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული კომპანიის საბაზრო შეფასება 1 ტრილიონ 850 მილიარდ დოლარს აღწევს და უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ის მე-6 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები