ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა მორიგი რეკორდი დაამყარა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
ერთწლიან პერიოდში Amazon-ის აქციების ღირებულება 51%-ით არის გაზრდილი, მისი დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონების შეფასება კი 216 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ანუ ის ამჟამად პლანეტის უმდიდრესი მეწარმეა.
Amazon-ის წარმატება იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია. გარდა ამისა, Cloud-მიმართულება AWS რეკორდული ტემპით იზრდება და თან ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ Amazon-ი აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. საერთო ჯამში, ამ ყველაფრის გაერთიანებით ვიღებთ წარმატების ფორმულას, რომელმაც კომპანია $2-ტრილიონიან შეფასებამდე მიიყვანა და მისი ზრდა ისევ გრძელდება.