მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-მა $8.5 მილიარდად კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer შეიძინა

623387000a8f5
გიორგი თოლორდავა
17.03.22 23:53
1984
კომპანია Amazon-მა 8.5 მილიარდ დოლარად ლეგენდარული კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer შეიძინა.

MGM 1924 წელს დაარსდა და მას 4 000-მდე ფილმი ეკუთვნის. შესყიდვის პირობების თანახმად, Amazon-ი კინოსტუდიის მიერ 1986 წლის შემდეგ გადაღებულ ფილმებზე ფლობის და განკარგვის ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ კინოსტუდიის შეძენას საფონდო ბირჟებზე ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Amazon-ის აქციების ფასი 2.5%-ით გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, MGM-ის შეძენის მთავარი მიზანი Amazon-ის სტრიმინგ სერვისის Prime-ის პორტფელის და, შესაბამისად, მისი გამომწერების რაოდენობის გაზრდაა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ სტრიმინგ სერვისიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, 2020 წელს კი Prime-ის შემოსავალმა 25 მილიარდ დოლარს მიაღწია.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის Amazon-ის, აქციით და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები