მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AMAZON-ი დამატებით 9,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

64196d74dd2f9
გიორგი თოლორდავა
21.03.23 13:02
747
სტატიაში საუბარია:
კომპანია Amazon-ი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას და სამსახურიდან დამატებით 9,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ იანვარში კომპანიამ უკვე მიიღო 18,000 დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება. 

კომპანიის გენერალური დირექტორის, ენდი ჯესის განცხადებით, თავდაპირველად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ნაკლები მასშტაბებით იყო დაგეგმილი, თუმცა ვითარების ცვლილებამ Amazon-ის მენეჯმენტს უბიძგა, ასეთი რთული გადაწყვეტილება მიეღოთ.

ტექნოლოგიური გიგანტის ეს ქმედება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან და კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებასთან.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Meta, Twitter, Microsoft და Airbnb, თუმცა დათხოვნის მასშტაბებით Amazon-მა ყველა სხვა კომპანიას გადაუსწრო.

ზემოხსენებული კომპანიებისგან განსხვავებით, Amazon-ი შედარებით დაბალკვალიფიციური მუშახელის გათავისუფლებას გეგმავს, რადგან მათი უმეტესობა საწყობებშია დასაქმებული.

ცნობისთვის, Amazon-ი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1.5 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, 9,000 თანამშრომელი კომპანიის მრავალრიცხოვანი გუნდის 1%-ზე ნაკლებია.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები