მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი AI-სტარტაპ Anthropic-ში $4 მილიარდს დააბანდებს

ჯეფ ბეზოსი - ამაზონი
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის ბუმი გრძელდება და ამ ტენდენციას, ამჯერად, ამერიკული Amazon-იც შეუერთდა, რომელიც ამერიკულ AI-სტარტაპ Anthropic-ში $4 მილიარდს დააბანდებს. გარიგების თანახმად, საკუთარი პროგრამულ უზრუნველყოფას, Anthropic-ი, თითქმის სრულად, Amazon Web Services-ის დატაცენტრებში გადაიტანს, რითაც Amazon-ი უზარმაზარი ნეირონული ქსელების დასწავლის ერთგვარი წყარო გახდება. სანაცვლოდ ამისა, Anthropic-ი წვდომას მიიღებს არამხოლოდ Amazon-ის ქლაუდ-ტექნოლოგიების სრულს სპექტრზე, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის კაპიტალზეც. საბოლოო ჯამში, Amazon-ი Antrhopic-ის მინორიტარული აქციონერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ წლებია, რაც Amazon-ი მხოლოდ ონლაინმაღაზია აღარ არის, პირიქით - AWS-ი კომპანიისთვის იმდენად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომ გამორიცხული არ არის, ოდესღაც, ის დედა-კომპანიას გამოეყოს და საფონდო ბირჟაზე ცალკეც კი განთავსდეს. ამასთან, Amazon-ი დიდი მოცულობით ინვესტიციას ახორციელებს იმ ინდუსტრიებსა და სექტორებში არსებულ სტარტაპებში, რომელთაც, შესაძლოა, კომპანიის ორ ძირითად ბიზნესს - ვაჭრობასა და ქლაუდ-ტექნოლოგიას, სინერგიული ეფექტი შეუქმნას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან, ხელოვნური ინტელექტი სწორედ ყველა ამ მიმართულებით იქნება გამოყენებული.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ თანამშრომლობა, რომელიც Amazon-სა და Anthropic-ს შორის გაჩაღდა, ახალი არ არის - სწორედ ამ სქემით თანამშრომლობენ მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Microsoft-ი და ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI.

შეგახსენებთ, რომ Amazon-ი მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აღემატება. ამასთან, Amazon-ი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა - უკანასკნელი მონაცემებით, კომპანიას 1.5 მილიონი თანამშრომელი ჰყავს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები