მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ზე მომუშავე კომპანიებმა თეთრ სახლში ტექნოლოგიის ეთიკურად განვითარების პირობა დადეს

64be2dace9c22
გიორგი არონია
24.07.23 12:26
590
სტატიაში საუბარია:
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მომუშავე წამყვანი ამერიკული კომპანიებმა, რომელთა შორის Amazon-ი, Anthropic-ი, Google-ი, Inflection-ი, Meta, Microsoft-ი და OpenAI-ი იყვნენ, ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით თეთრ სახლის წინაშე რამდენიმე პირობა, ნებაყოფლობით დადეს. კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯერ უცნობია, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირობა ტექნოლოგიის ეთიკურად, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცვით განვითარებას ეხება. 

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიების ეს ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებას, რომელზეც თეთრი სახლი ამჟამად მუშაობს. აღნიშნული დოკუმენტით, რამდენიმე ფედერალურ სააგენტოსა და დეპარტამენტს ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ რისკებთან გამკლავება დაევალება. ეს პროცესი, როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია, რადგან Google-ი, Microsoft-ი, Nvidia, OpenAI-ი და სხვა კომპანიები შეთანხმდნენ, რომ მანქანური დასწავლის ის მოდელები, რომლებსაც ისინი იყენებენ, საჯაროდ იქნას შეფასებული.

პარალელურად ამისა, შტატ ნიუ-იორკის დემოკრატი სენატორის, ჩაკ შუმერის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად განიხილება ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხი. “ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, ჩვენი ყველაზე დიდი ინოვაცია იყოს - ძალა, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგიური განვითარების, სამეცნიერო აღმოჩენებისა და ინდუსტრიული განვითარების ახალი ერა დაიწყოს”, - აღნიშნავს სენატორი, რომლის თქმით, ტექნოლოგია ისე უნდა დარეგულირდეს, რომ ინოვაციას საფრთხე არ შეექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები