მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-მა, შესაძლოა, Electronic Arts შეიძინოს | გეიმინგ ინდუსტრია უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში

6308c8e66a321
გიორგი თოლორდავა
26.08.22 17:27
1336
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი ვიდეო თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Electronic Arts-ის შეძენას გეგმავს - ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით USA Today ავრცელებს.

EA კალიფორნიაში 1982 წელს დაფუძნდა და მას ისეთი ცნობილი და პოპულარული ვიდეო-თამაშები ეკუთვნის, როგორებიცაა: FIFA, F1, Battlefield, Need for Speed, Dragon Age, Mass Effect, Dead Space, SIMS, Apex Legends, Star Wars, Anthem და Titanfall.

კომპანია EA-ს შეძენით Amazon-ი მნიშვნელოვნად გაზრდის საკუთარ გავლენას ვიდეო თამაშების მუდამ მზარდ ინდუსტრიაზე, რომელში ლიდერობასაც Microsoft-ი და Sony აქტიურად ცდილობენ. სწორედ ამ მიზნით ცოტა ხნის წინ Microsoft-მა $70 მილიონად Activision-Blizzard შეიძინა, რომელსაც საკულტო ვიდეო-თამაში Call of Duty ეკუთვნის.

გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გეიმინგ-გამოცემა GLHF-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ EA-ს შეძენის სურვილი Apple-სა და Disney-საც ჰქონდათ, მაგრამ Amazon-ის შეთავაზებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა კონკურენტების წინადადებებს.

ცნობისთვის, კომპანია EA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 35.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, გარიგების მინიმალური ღირებულება სწორედ ეს იქნება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ Amazon-მა EA-ს ინვესტორებს $35-მილიარდიანი წინადადება შესთავაზოს, რადგან მასზე თანხმობის მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, რეალური შეთავაზება საბაზრო ფასზე 50%-ით მაღალი იქნება.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Electronic Arts-ის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა; Amazon-ის ღირებულება კი 0.5%-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ Amazon-ი მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიაა - მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები