მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-მა TikTok-ის ყიდვის სურვილი გამოთქვა - რა ბედი ეწევა სოც.ქსელს?

tiktok
სტატიაში საუბარია:

ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვის მოახლოების ფონზე, ჩინური სოციალური ქსელის შესყიდვის სურვილი ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა გამოთქვა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, TikTok-ის შეძენა Amazon-ს, Microsoft-ს, Walmart-ს, Oracle-ს, Blackstone-ს და ინვესტორთა რამდენიმე კონსორციუმს სურს, ანუ სოციალური ქსელისათვის აუქციონია გაჩაღებული, რომელიც დახურულ კარს მიღმა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.

როგორც თავად ტრამპი აცხადებს, სოციალურ ქსელს ის იყიდის, ვინც აპლიკაციაში მეტს გადაიხდის და თან ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რაც კიბერუსაფრთხოებას და ამერიკელი მომხმარებლების მონაცემების დაცვას უკავშირდება.

ამასთან, პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ თუ ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია გარიგებას დააჩქარებს და ByteDance-ს სოციალური ქსელის გაყიდვას აიძულებს, აშშ-ის მთავრობა ჩინეთს გარკვეულ ტარიფებს შეუმსუბუქებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ TikTok-ის საკითხი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა.

ამჟამად არსებული მდგომარეობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული აკრძალვის ამოქმედების ბოლო თარიღად 5 აპრილია განსაზღვრული, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ტრამპმა აკრძალვა დროებით კიდევ ერთხელ გადაავადოს, თუკი მხარეებს შორის გარიგების გაფორმება ვერ მოესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები