მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon Prime Day-ს გაყიდვებმა რეკორდულ $14.2 მილიარდს მიაღწია

prime day
სტატიაში საუბარია:

ფასდაკლება ამერიკული კაპიტალიზმის განუყოფელი ნაწილია, ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ფასდაკლება კი ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის ყოველწლიურ Prime Day-სთან არის დაკავშირებული, რომელიც, როგორც წესი, 48 საათი გრძელდება.

მიმდინარე წლის Prime Day, რომელიც 16 და 17 ივლისს შედგა, რეკორდული იყო და წინა წელთან შედარებით ზრდამ 11% შეადგინა. საერთო ჯამში, მომხმარებლებმა Amazon-ის პლატფორმაზე 14 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც თითქმის ორჯერ მეტია საქართველოს ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით.

Amazon-ზე არსებული ფასდაკლება მილიონობით პროდუქტზე გავრცელდა, მათ შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა კი ელექტრონიკაზე, კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებზე დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, გაყიდვების თითქმის ნახევარი სმარტფონებზე და მათ აქსესუარებზე მოდის. საშუალოდ ერთმა მომხმარებელმა წელს Prime Day-ზე 58 დოლარი დახარჯა, რაც თითქმის 2 დოლარით მეტია წინა წელთან შედარებით.

ზოგადად, Prime Day ამერიკის ეკონომიკისთვის უდიდესი მოვლენაა, რადგან ამ პერიოდში რიტეილერები განსაკუთრებით დიდ შემოსავლებს აგენერირებენ, მომხმარებლები კი ზაფხულის სეზონისა და შვებულებისთვის ემზადებიან.

Prime Day-ს მიღმა, ცხადია, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული Amazon-ი დგას, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს აღწევს და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები