Amazon-ი, H&M და სხვა კომპანიები ბრაზილიის შტატ პარაში ამაზონის ტყის შესანარჩუნებლად $180 მილიონის ღირებულების ნახშირბადის კრედიტებს შეიძენენ - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მინიმუმ 6 კომპანია კრედიტებს კოალიცია LEAF-ის “ტყის კონსერვაციის ინიციაიტივის” ფარგლებში შეისყიდის. აღნიშნული შეთანხმება LEAF-ის პირველი პროექტია ამაზონის ტყეში, რომლის აღდგენაც კლიმატის ცვლილების ეფექტების შემცირებისთვის კრიტიკულდ მნიშვნელოვანია და სათბურის აირების შეწოვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
შეთანხმების შესხებ ინფორმცია პარას რეგიონულკი მთავრობის ხელმძღვანელმა, ჰელდერ ბარბალომ ნიუ-იორკში, “კლიმატის კვირეულის” ფარგლებში გაავრცელა. მისი თქმით, შტატი გაყიდული კრედიტებიდან შემოსავლის ნაწილს რეგიონის სათბურის აირების ემისიების შემცირებას მოახმარს, დარჩენილი ნაწილი კი რეგიონის ადგილობრივი თემების დახმარებისთვის დაიხარჯება.
ბარბალომ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Amazon-ის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გამოყოფილი ინიციატივა “მნიშვნელოვანი მესიჯია” სექტორისთვის.
მედიის ინფორმაციით, Amazon-თან ერთად, 5-5 მილიონ კრედიტს Bayer-ი, BCG, CapGemini, H&M და Walmart-ი, კრედიტზე $15-ად შეისყიდიან. თითოეული კრედიტი კი 1 ტონა ნახშირბადის ემისიის შემცირების ეკვივალენტია. აღნიშნული კომპანიების გარდა, 7 მილიონი კრედიტი მსურველებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ კრედიტებს არც ერთი კომპანია შეისყიდის, აშშ-ს, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მათ შესაძენად მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ნახშირბადის კრედიტებზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა Microsoft, Meta, Google ბრაზილიაში ამაზონის პრეზერვაციისთვის შენაძენი წელს უკვე გააკეთეს.
რაც შეეხება პარას შტატს, დეფორესტიზაციის მაჩვენებლებით ის მოწინავე ადგილს 2005 წლიდან იკავებს. მხოლოდ 2024 წლის რვა თვეში რეგიონში ნიუ-იორკის ფართობის მქონე ტყის საფარი მთლიანად გაიჩეხა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 20%-იანი კლებაა.