გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზაფხულში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. იმ დროისთვის კომპანიის იურისტი განმარტავდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია მარტივად შესასრულებელი იყო და კომპანია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის დამატებითი დოკუმენტაციის გადაცემისთვის მზად იყო. თავის მხრივ BMG-სთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება. რა ეტაპზეა პროცესი და რამდენად მარტივად მოხერხდა ან ვერ მოხერხდა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და აფერხებს თუ არა პროექტის განხორციელებას გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება?
სტუმარი: გოჩა კამკია - "ამბასადორი ჯგუფის" იურისტი;