მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი კანში MIPIM 2026-ზეა წარდგენილი

ქართული და ჩვენებური ბიზნესი არ ჩერდება და ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს კანში, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს, რომელიც 13 მარტს სრულდება და საქართველო ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდის ეგიდით წარადგენს პროექტს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

ფესტივალის ფარგლებში იმართება „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილია ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარედგინოს, როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები