გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის ყოველწლიური ღონისძიება GREMO ამჯერად ბათუმში გამართა. ღონისძიებას, რომელსაც აჭარის რეგიონალურ ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრებოდა, ორგანიზება BMG-მ და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტმა" გაუწიეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში "უძრავი ქონების პროსპექტმა“ რეგიონში მომუშავე კომპანიები განსაკუთრებული პროექტების შექმნისთვის სიმბოლური პრიზით, აგურით დააჯილდოვა. ინოვაციური პროექტისთვის ჯილდო "ამბასადორი აილენდ ბათუმს" გადაეცა, რომელიც მდგრადობის, ინოვაციების, საზოგადოებისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპების გათვალისწინებით, ურბანული ცხოვრების ახლებურ სტანდარტებს ამკვიდრებს რეგიონში. პროექტის ძირითადი ორიენტირი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკომეგობრული გადაწყვეტების დახმარებით, ზღვისპირეთში, როგორც ფიზიკური, ასევე შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებისკენ არის მიმართული.
გაიმართა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც უძრავი ქონების ლიდერ დეველოპერებს შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა გლობალური გამოწვევების ფონზე რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი საქართველოში. ასევე კონკურენციის მიღმა რა კოლაბორაციული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა საქართველოში აიწიოს სერვისების მიწოდების ხარისხი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „უძრავი ქონების პროსპექტს“ და ყველა მონაწილე პირს, რომელთაც მნიშვნელოვანი პოზიციები დააფიქსირეს.“ - განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ დირექტორმა გოჩა კამკიამ.