მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ამბასადორი აილენდის" პროექტის პირველი ფაზა, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი Iექსპლუატაციაში იქნა მიღებული

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში მიიღეს. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველი ფაზა, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.

ბათუმის ხელოვნური კუნძული უნიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც 84 ჰექტარზე გაშენებული ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს. პროექტის მშენებლობა დაწყების დღიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის დასტურია ისიც, რომ „ამბასადორ აილენდ ბათუმი” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული 84 ჰა მიწის ნაკვეთიდან 38 ჰექტარი ფაქტობრივად განაშენიანებულია. პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ არაერთ საერთაშორისო, პრესტიჟულ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა თურქული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და გლობალური ბრიტანული კომპანია ARUP, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები