მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახალ უმსხვილეს პროექტზე, „ბათუმში – მომავლის ქალაქში ხელოვნური კუნძულით“ მუშაობს

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახალ უმსხვილეს პროექტზე, „ბათუმში – მომავლის ქალაქში ხელოვნური კუნძულით“ მუშაობს

ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქალაქის განვითარებისთვის, ახალ უმსხვილეს პროექტზე, ხელოვნურ კუნძულზე მუშაობს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბათუმის საერთაშორისო პოზიციაზე აყვანასა და ტურისტულ ცენტრად ქცევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კომპანია BM.GE-სთან აცხადებს.

მათი ინფორმაციით, ეს იქნება რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული, რომელიც 84 ჰა-ზე იქნება განთავსებული, საიდანაც სივრცის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.

„წარმოიდგინეთ, როგორ იღვიძებთ ზღვის მშვიდი ტალღების ხმაზე, თქვენ წინ ულამაზესი პანორამული ხედი იშლება, თანამედროვე არქიტექტურით, რეკრეაციული ზონებითა და მდგრადი ინფრასტრუქტურით გარშემორტყმული. 84 ჰექტარზე განთავსებული კუნძული, ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველაფერი, რაც უბნის/ქალაქის ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (49%) სრულად სარეკრეაციო ზონის მოწყობას დაეთმობა. 15 ჰექტრიდან 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ტყე-პარკი, სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები გაშენდება. აღნიშნული სივრცეებით სარგებლობის საშუალება კი, ნებისმიერ მსურველს ექნება.

ასევე, საცხოვრებელი ბინები, აპარტ სასტუმრო და სასტუმრო, კერძო ვილები, სავაჭრო ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული აქტივობები, თანამედროვე და პირველი დიდი იახტ კლუბი საქართველოში. ამასთან, ეკო ტრანსპორტი - კერძო საფეხმავლო და ველო ბილიკები, საჰაერი ტაქსების სადგომი ერთ სივრცეში იქნება განთავსებული“,-აცხადებს კომპანია.

კომპანიის ინფორმაციით, კუნძულის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის უბნებში მაღალსართულიან განაშენიანებაზე მოთხოვნას, მოსახლეობის გადანაწილება მოხდება კუნძულის ტერიტორიაზე. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული უბნების იერსახის შენარჩუნებისთვის, მეორე მხრივ კი წყალმომარაგების სისტემებზე არ იქნება მაღალი ზეწოლა.

ამასთან, 2 ნახევარკუნძულსა და კუნძულზე დაგეგმილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისათვის თუ ბიზნეს წრეებისათვის, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს აჭარის რეგიონსა და ქვეყანას. ამასთან, შესაძლებელი გახდება დაახლოებით 7 000 სამუშაო ადგილის შექმნა, რაც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები