მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა  სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა  სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
24.10.24 20:04
625

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო (მათ შორის უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტების) დასკვნას პროექტის ჰიდრავლიკური ნაწილის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.

2021 წლის სექტემბრიდან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პროექტის სიღრმისეული შეფასება და მოდელირება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სტრუქტურული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის დიზაინზე, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ იმუშავა, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (Ordu - Giresun Airport, Trabzon airport) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს.

განაშენიანების გეგმის კონცეფციასა და დეტალური დოკუმენტაციის შექმნაზე ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა, სადაც გათვალისწინებულია მომავლის ქალაქების დაგეგმარების საუკეთესო პრაქტიკა.

აღსანიშნავია, რომ ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზე ტერიტორიის 49% დაეთმობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონას, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტო არეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი.

პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2022 წლის სექტემბრის თვეში მიღებული ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობის ნებართვის ფარგლებში ფაქტობრივად გაანაშენიანა 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რაც სახელმწიფოს წინაშე აღებული საპრივატიზებო ვალდებულებების რეკორდული გადაჭარბებაა, როგორც დროში ასევე მოცულობაში.

„ამბასადორი ჯგუფი“ ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მიწის შექმნის პარალელურად, მოახდენს თანამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პირველ ეტაპზე იგეგმება 4 ჰექტრამდე საჯარო პარკის, საგამოფენო ცენტრის, ადმინისტრაციული შენობისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები