მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ წიაღისეულის ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის ბიუჯეტში 35 502 უნდა გადაიხადოს

ამბასადორი აილენდ ბათუმი

მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. კომპანიამ ბიუჯეტში ამის სანაცვლოდ 35 502 ლარი უნდა გადაიხადოს.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის 975-ე განკარგულების მიხედვით, კომპანია წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 1 წლით განთავისუფლდა და უფლება მიეცა 145 810 მ³ მოცულობით მოიპოვოს ანდეზიტი, ბაზალტი და ტუფობრექჩიები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხალას ადმინისტრაციულ ერთეულში კონკრეტულ ტერიტორიებზე. მოპოვებული წიაღისეული კი „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობისთვის უნდა გამოიყენოს.

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის პირობების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები