მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში საავიაციო სოფელი გახსნა

გოჩა კამკია
06.09.26 09:28
198

5 სექტემბერს „ამბასადორი ჯგუფის“ ახალი პროექტის „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. 15 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერითა და „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.

16 ჰექტარზე განთავსებული „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ აერთიანებს აეროდრომს, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემიას, საავიაციო კლუბსა და ავიავილების სარეზიდენციო დასახლებას. პროექტის საცხოვრებელი კონცეფცია კერძო ვილებს თვითმფრინავებისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ანგარებთან და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე პირდაპირ წვდომასთან აერთიანებს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორები და 100-ზე მეტი უცხოელი სტუმარი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ჩამოსული კერძო ავიაციის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილეები.

ღონისძიებაზე „ამბასადორი ჯგუფის“ განვითარების საერთო ხედვასა და სამომავლო გეგმებზე გოჩა კამკიამ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ჯგუფის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ პროექტებს შორის სინერგიაზე და აღნიშნა, რომ საავიაციო მიმართულების განვითარება ამ პროექტების ერთმანეთთან დაკავშირების ახალ შესაძლებლობას ქმნის.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა საქართველოში გლობალური ეკონომიკური ინიციატივის განვითარება და ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. დღეს პროექტს უკვე უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები და ინვესტორები. კერძო ავიაციის მიმართულების დამატება ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა - საავიაციო ინფრასტრუქტურა პროექტის ტურისტულ, საცხოვრებელ, საინვესტიციო და საკურორტო ფუნქციებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შემატებს და „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ უფრო მეტად დააკავშირებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან, ისე საერთაშორისო მიმართულებებთან“, - განაცხადა გოჩა კამკიამ.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები