მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბოლს“ და „ართთაიმს“ მომხმარებლის სასარგებლოდ ვალდებულებები დაეკისრა - GCCA

მაღაზია
10.07.24 11:30
689

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კომპანიებს "ამბოლს" და "ართთაიმს" მომხმარებლის სასარგებლოდ ვალდებულებები დააკისრა, რის შესახებაც კომპანიებთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

სააგენტოს ცნობით, შპს „ამბოლი“ ბაზარზე წარმოდგენილია ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის მომსახურების, ხოლო შპს „ართთაიმი“ აქსესუარებით და საათებით ვაჭრობის სექტორში.

"სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს დაევალათ:

  • გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსონ როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებგვერდებზე www.arttime.ge და https://amboli.ge/;
  • უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
  • ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
  • შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები