მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამბულატორიის რეაბილიტაცია

BM.GE
22.04.20 09:28
707
კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული „K-water“-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მარიამ კოპალეიშვილი კი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ჭუბერის ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნავს, რომ ცენტრის შესაბამისი აღჭურვა როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა. ოჯახის ექიმის, თეა ცინდელიანის თქმით, ამბულატორიაში “ნენსკრა ჰიდროს” დახმარებით რეგულარულად ტარდება დეზინფექცია. ჭუბერის ამბულატორია “ნენსკრა ჰიდროს” დაფინანსებით ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ გასული წლის 23 აგვისტოს გაიხსნა. სადღეისოდ სამედიცინო ცენტრი სოფლის მოსახლეობის დახმარებას გაუმჯობესებული პირობებითა და განახლებული ინფასტრუქტურით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები