2023 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ მხოლოდ 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისეთ სამომხმარებლო ჯგუფში, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდის ნაცვლად 6.9 პროცენტით შემცირდა, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).
კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ სამედიცინო მომსახურებებსა და პროდუქტებზე:
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) -15%-ით გაიზარდა
კბილის ამოღება - 9%-ით გაიზარდა
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 11%-ით გაიზარდა
ქირურგიული მომსახურება - 9%-ით გაიზარდა
სამშობიარო მომსახურება - 9%-ით გაიზარდა
შპრიცი - 8%-ით გაიზარდა
სისხლის ანალიზი - 5%-ით გაიზარდა
თერმომეტრი - 3%-ით გაიზარდა
ბამბა - 3%-ით გაიზარდა
ხოლო გაიაფდა შემდეგი სამედიცინო პროდუქტები:
წნევის საზომი აპარატი - 3%-ით გაიაფდა
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - 13%-ით გაიაფდა
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 22%-ით გაიაფდა
ანტიბიოტიკები - 40%-ით გაიაფდა
შეგახსენებთ, საქსტატი ინფლაციას 305 სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ 305 საქონელსა და მომსახურებას შორისაა სურსათის, ჯანდაცვის, სახლის მოვლის, ფინანსური სერვისების, გართობა-დასვენების, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა დასახელების პროდუქტების ფასები.