მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აპრილში, წლიური ინფლაცია 5%-მდე შემცირდება” - ოთარ ნადარაია

6412d3e05bea7
გიორგი არონია
17.03.23 00:05
609
შესაძლოა, მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე, აპრილში კი 5%-მდე შემცირდეს, - ამის შესახებ "თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკა მზადაა მონეტარული პოლიტიკის შერბილებისთვისაც, რადგან მომდევნო 12 თვის ინფლაციის პროგნოზი დამაიმედებლად გამოიყურება.

“ვფიქრობთ, რომ მარტსა და აპრილში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება - მარტში, 6%-მდე, აპრილში კი 5%-მდე. ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მომწიფდა, ისევ და ისევ იმ არგუმენტით, რომ განაკვეთი და სხვა ღონისძიებები წარსულ ინფლაციას, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის. მთავარია, თუ როგორია მომდევნო თორმეტი წლის პროგნოზი და ამ მხრივ, ინფლაციის პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია”, - ამბობს ოთარ ნადარაია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები