მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AMD-მ მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა

კვარტალური შედეგები
BM. GE
08.08.25 21:30
289

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა AMD-მ მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მოგება $7.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. შემოსავლები განსაკუთრებულად დატა ცენტრების და გეიმინგ ინდუსტრიის მიმართულებით გაიზარდა.

დადებითი კვარტალური მაჩვენებლის მიუხედავად, კომპანიამ მნიშვნელოვნად იზარალა. თეთრი სახლის მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების გამო კომპანიამ $800 მილიონის პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვა ვეღარ მოახერხა. კონკრეტულად საუბარია MI308-ს ტიპის გრაფიკულ პროცესორებზე.

GAAP-ის პრინციპით კომპანიის წმინდა მოგებამ $872 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თითო აქციაზე $0.54 ცენტს უდრის. აღსანიშნავია, რომ საოპერაციო ხარჯების კუთხით კომპანიამ $134 მილიონის ზარალი დააფიქსირა. თუ ოფიციალური წესით დათვლის შემთხვევაში თითო აქციაზე მოგებამ $0.54 ცენტი შეადგინა, გასწორებული შედეგებით ეს მაჩვენებელი $0.48 ცენტამდე ჩამოდის.

მეორე კვარტალში კომპანიის მოგების მარჟამ 43% შეადგინა. ხოლო თუ ამას გამოვაკლებთ ექსპორტთან დაკავშირებულ ხარჯებს, მაჩვენებელი 54%-მდე იზრდება. არც ისე სახარბიელო კვარტალური შედეგების ფონზე, AMD-ს აქციების ფასი 1.4-3.5%-მდე დაეცა.

რაც შეეხება მომდევნო კვარტალს, კომპანია მოელის, რომ შემოსავლები $8.7 მილიარდამდე გაიზრდება და ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. მსგავსი პროგნოზის საფუძველს AMD-ს წარმომადგენლებს ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად საჭირო მოწყობილობებზე გაზრდილი მოთხოვნა აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები