მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამერიკა ავტორიტარიზმისკენ მიექანება" – რეი დალიოს გაფრთხილება

რეი დალიო

მილიარდერი ინვესტორი და Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი, რეი დალიო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად მიექანება 1930-იანი წლების სტილის ავტორიტარული მმართველობის მიმართულებით.

დალიო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორში: მაგალითად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ Intel-ში 10%-იანი წილის შეძენა, წარმოადგენს იმგვარ „ავტოკრატიულ ლიდერობას,“ რომელიც სწორედ 1930-იანი წლებისთვის იყო დამახასიათებელი.

ინვესტორის შეფასებით, ქვეყანაში ნდობის კრიზისია, რასაც ამწვავებს სიმდიდრესა და რეალურ ღირებულებას შორის არსებული სხვაობა. ამასთან, დალიო ექსტრემალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის მომავლისათვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება.

დალიო განსაკუთრებულ საფრთხედ მიიჩნევს ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკს. თუ ამერიკის ცენტრალური ბანკი, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, იძულებული გახდება მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს, ეს დოლარის ნდობას მნიშვნელოვნად შეარყევს, რაც მის გაუფასურებას და ინვესტორების მიერ ამერიკული ობლიგაციების თავიდან მოშორებას გამოიწვევს.

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორები უკვე იწყებენ დოლარისგან დისტანცირებას და ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში დაბანდებული თანხის ოქროში და სხვა აქტივებში გადატანას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები