მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკა დამასკოში სამხედრო ბაზას ააშენებს - Reuters

ალ შარაა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალებს დამასკოში სამხედრო ბაზა ექნება. Reuters-ის მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპსა და აჰმედ ალ-შარაას 10 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრისას ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც დამასკოს სიახლოვეს მდებარე საავიაციო ბაზას ამერიკის ჯარებს მუდმივი გამოყენებისთვის გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ სირიის მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა სამხედრო ბაზებიც აქვს, თუმცა ყოველი მათგანი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტებისთვის გამოიყენებოდა. ეს გარიგება კი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სრულიად განსხვავებულ ეტაპზე გადასვლას მოასწავებს.

როგორც Reuters-ი იტყობინება, დამასკოს სიახლოვეს განთავსებულ ბაზას ამერიკული მხარე სადაზვერვო და ლოგისტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შტატების შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ ბაზის გამოყენება სპეციალური სამხედრო ოპერაციებისთვის და რეგიონში ირანისა თუ რუსეთის აქტივობების გაკონტროლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები