მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის ალტერნატივად შესაძლოა სირია იქცეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით სირიის ენერგეტიკულ დერეფნად ჩამოყალიბების იდეაზე ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერი The Washington Post-ის პუბლიკაციას სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოეხმაურა და ამ ინიციატივას შესანიშნავი უწოდა. როგორც ირკვევა, ის დადებითად აფასებს ინიციატივას, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, სირია ხმელთაშუა ზღვისკენ ნავთობის ტრანზიტის პოტენციურ მარშრუტად იქცეს.

საყურადღებოა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უკვე იწყებენ ახლო აღმოსავლური სახელმწიფოები. ერაყი გეგმავს ისეთი ახალი მილსადენის მშენებლობას, რომელიც სირიის ტერიტორიას გაივლის. ეს პროექტი მიზნად ჰორმუზის სრუტეში მოსალოდნელი შეფერხებების თავიდან არიდებას ისახავს, თუმცა, Reuters-ის ცნობით, $15 მილიარდის ღირებულების ინფრასტრუქტურის შექმნას ოთხწლიანი სამუშაოები დასჭირდება.

სირიის ჰორმუზის ალტერნატივად ქცევის იდეაზე მუშაობენ თავად დამასკოშიც. ივნისში Syrian Petroleum Company-მ ამერიკულ ConocoPhillips-თან და კომპანია Novaterra-სთან გაზის საბადოების რეაბილიტაციისა და ახალი საბადოს განვითარების შეთანხმება გააფორმა. ამას გარდა, ConocoPhillips-მა BP-ისგან BP Energy Company of Kirkuk Limited-ის 42%-იანი წილის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერა კი ერაყის პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგება. ახალი მარშრუტების გამართვამდე ენერგომატარებლების გადაზიდვა სახმელეთო გზით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები