მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკაში დააკავეს 2 პირი, რომლებიც $160 მილიონის Nvidia-ს ჩიპების ჩინეთში გადატანას ცდილობდნენ

ჩიპები

ამერიკულმა სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც $160 მილიონი დოლარის ღირებულების Nvdia-ს ჩიპების მოპარვას და კონტრაბანდულად ჩინეთში გადატანას ცდილობდნენ.

საუბარია, ტექ-გიგანტის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ AI ჩიპებზე, H100-სა და H200-ზე, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური სექტორის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, ფანიუე გონგი და ბენლინ იანი იყვნენ ის ორი პირი, რომლებმაც შეადგინეს კონტრაბანდული სქემა. არსებული ინფორმაციით, ისინი ჩიპების სხვადასხვა გზით მოპოვებას, Nvidia-ს გარეგნული ნიშნების წაშლას, ყალბი კომპანიის ლოგოთი დაბრენდვას და დოკუმენტების გაყალბებას გეგმავდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი დაკავება იუსტიციის დეპარტამენტის ოპერაცია “კარიბჭის მცველის” ფარგლებში განხორციელდა. ეს ოპერაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩიპების უნებართვო გავრცელების წინააღმდეგ თვეებია ტარდება და მის ფარგლებში უკვე ამოღებულია $50 მილიონის ნახევარგამტარები.

დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ დაკავებული პირები მარტო არ მოქმედებდნენ და საერთო სისტემას ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია კურირებდა. კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დაადასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით უდიდესი კონტრაბანდული ქსელი იყო შექმნილი და მისი მიზანი ჩინეთში ჩიპების გადატანა იყო. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გონგი და იუანი ჰონკონგში დაფუძნებულ ლოგისტიკური ფირმის დაკვეთას ასრულებდნენ, თავად აღნიშნული კომპანია კი ჩიპებს იმ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს აწვდიდა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები