აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Nvidia-ს 10-დღიანი ვადა მისცა, რათა კომპანიამ ჩინეთში ჩიპების მიწოდებასა და ყოფილი ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის ქმედებების შიდა მოკვლევაზე განმარტება მთავრობას წარადგინოს.
Fox News-ის ეთერში საუბრისას სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, არღვევდა თუ არა ამერიკული კომპანია ვაშინგტონის საექსპორტო შეზღუდვებს და სანქციებს. მინისტრის თქმით, უწყება არკვევს, იყენებდა თუ არა Nvidia ფიქტიურ კომპანიებს, რათა ამერიკული შეზღუდვებისთვის გვერდი აევლო და ჩინეთისთვის მძლავრი AI-ჩიპები მიეყიდა.
ბესენტმა ყურადღება გაამახვილა სინგაპურში დაფუძნებულ კომპანია Megaspeed-თან დაკავშირებულ ფირმებზე, სადაც ელის ჰუანგი ადრე მუშაობდა. მოგეხსენებათ, ვაშინგტონი Megaspeed-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მონაცემთა ცენტრებისთვის შეძენილი Nvidia-ს ჩიპების ჩინეთში გადამისამართებაში ადანაშაულებს, რის გამოც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს. თავად Nvidia-მ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ ბრალდებები შარშან შეისწავლა და ისინი უარყო.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობის შესანარჩუნებლად, აშშ-ის მთავრობა ჩინეთისთვის ყველაზე თანამედროვე და მძლავრი ჩიპების მიყიდვას კრძალავს.
























