მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბესენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა - მხარეებმა ვაჭრობასა და AI-ზე ისაუბრეს

he

ვაშინგტონში დაგეგმილი მაღალი დონის სამიტის წინ, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ნიუ-იორკში ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგს შეხვდა, რომელიც ფინანსურ საკითხებში პირველი პირია.

როგორც ირკვევა, ამერიკულმა მხარემ პეკინს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინციდენტების შეტყობინების სპეციალური მექანიზმის შექმნა შესთავაზა, რაც ეროვნული უსაფრთხოების დონის რისკების პრევენციას ისახავს მიზნად. ბესენტის განცხადებით, ორ უმსხვილეს ტექნოლოგიურ სახელმწიფოს შორის გაუმჭვირვალე ურთიერთობიდან კოლაბორაციაზე გადასვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან AI სულ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება და მსხვილის მასშტაბის ჰაკერულმა ინციდენტმა, შესაძლოა, ქვეყნების სამხედრო დაპირისპირებაც გამოიწვიოს.

ამასთან, მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების გააქტიურების მიზნით, აშშ-ჩინეთის სავაჭრო საბჭოს ამოქმედებაც დაადასტურეს. როგორც ვიცით, სტრუქტურის ამოქმედება პოტენციური სატარიფო შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში არასტრატეგიული პროდუქციის სეგმენტების დიფერენცირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამერიკული მხარიდან საგამონაკლისო სიაში ენერგოპროდუქტები, სოფლის მეურნეობის საქონელი და სამედიცინო მოწყობილობები შევა, ხოლო ჩინეთის მხრიდან სამომხმარებლო და დაბალტექნოლოგიური პროდუქცია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის მოქმედი დროებითი სავაჭრო შეთანხმება ძალას 10 ნოემბერს კარგავს. მოქმედი ზავის ფარგლებში პეკინმა იშვიათი მიწათა ელემენტების ექსპორტისა და ამერიკული აგროპროდუქციის შესყიდვის ვალდებულება აიღო, რის სანაცვლოდაც ტრამპის ადმინისტრაციამ გარკვეული საიმპორტო ტარიფები დროებით შეამცირა.

მიმდინარე კვირას სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი, გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები