მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკაში ლეგალურად წასვლისა და დასაქმების გზები - Kamkhadze PA-ს რეკომენდაციები

636172793cb44
ალა ისპირიანი
01.11.22 23:50
8323
ფლორიდაში დაარსებული ქართულ-ამერიკული საიმიგრაციო იურიდიული კომპანია Kamkhadze PA აშშ-ში იმიგრაციის მსურველ ქართველებს იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიის დამფუძნებლის ანა ქამხაძის განცხადებით, ამერიკაში ლეგალურად წასვლის და დასაქმების რამდენიმე ლეგალური გზა არსებობს. 

მან გადაცემა "საქმიან დილაში" თქვა, რომ ამისათვის 20-ზე მეტი არასაემიგრაციო და საიმიგრაციო ტიპის ვიზა არსებობს.

„მომსახურებას ნებისმიერ ქვეყანაში და შტატში მყოფ ადამიანებს ვთავაზობთ, რომლებსაც ამერიკაში დროებით ან მუდმივად ემიგრაცია სურთ. ჩვენი მიზანია ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ამერიკაში წასვლა და ავუხსნათ გზები და შესაძლებლობები, რასაც აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისი კვალიფიკაციით აშშ-ში მუშაობა უნდა ოცზე მეტი არასაემიგრაციო და საიმიგრაციო ტიპის ვიზა არსებობს და ეს რა თქმა უნდა ლეგალურია. ასევე არსებობს გარკვეული ტიპის ვიზები, რომელიც ბინადრობის უფლებას ითვალისწინებს“, - ამბობს ანა ქამხაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს, არც გამორჩეული უნარების დადასტურება შეუძლიათ და არც ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სპეციალიზებული ცოდნის ვიზები არსებობს, რომლებიც იმ შემთხვევაში გაიცემა თუ აშშ-ში დამსაქმებელი ჰყავთ, რომელსაც მათთვის საემიგრაციო განაცხადის შევსება შეუძლია, რომ ისინი ამერიკაში სამუშაოდ მოიწვიონ.

ამასთან, ანა ქამხაძე ამბობს, რომ ცალკე შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, რომელსაც აშშ-ის ბაზარზე საქმიანობის გაფართოება სურს. როგორც ის ამბობს, საქართველოს მოქალაქეებს ამ ტიპის ვიზის მიღების უნიკალური შანსი აქვთ, რადგან საქართველოსა და ამერიკას შორის ჯერ კიდევ 1997 წელს გაფორმდა ამ მიმართულებით ვიზებზე ხელშეკრულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საქართველოს ან სხვა ქვეყნის საკონსულოს მიმართონ და ვიზა მიიღონ.

„ამისთვის საჭიროა მათ კომპანია დააარსონ, რაც ელექტრონულადაც შესაძლებელია და მასში გარკვეული ტიპის ინვესტიცია ჩადონ. ასევე ე.წ. ბიზნეს გეგმა უნდა მოამზადონ. კანონმდებლობით, ამ ტიპის ვიზები ვადიანია, თუმცა ბიზნესის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მისი გაგრძელება შესაძლებელია. მინიმალური თანხა, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის არის საჭირო 80 000 დოლარია“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება ვადებს, მისი თქმით უმეტეს შემთხვევაში ეს აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის მოპოვების დროზეა დამოკიდებული.

"იქიდან გამომდინარე, რომ მათ კომპანიის რეგისტრირება, საგადასახადო ნომრის მიღება და ბიზნეს გეგმის მომზადება სჭირდებათ, თუ ამას სწრაფად განახორციელებენ, შეუძლიათ ყველაფერი 1 თვის ვადაში შეაგროვონ. ამის შემდეგ შესაძლებელია საქმის მომზადება და ჩვენი იურიდიული კომპანია ამ ტიპის ვიზაზე განაცხადს 3-დან 5 კვირის ვადაში ამზადებს, ამის შემდეგ საკონსულოში ინტერვიუს ჩანიშვნა ხდება", - განაცხადა ანა ქამხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები