ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდოეთის საელჩომ ტრამპის გარემოცვასთან დაკავშირებულ ლობისტურ კომპანია Mercury Public Affairs-თან თანამშრომლობა დაიწყო.
ამ ნაბიჯით ოფიციალურ დელის არამარტო ფედერალურ დონეზე ლობიზმის გაზრდა, არამედ სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებაც სურს. საუბარია მასშტაბური მედიაკამპანიის წამოწყებაზე, რომელიც ამერიკის მოსახლეობაზე გავლენას იქონიებს.
საელჩოსა და ლობისტურ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტი 3-თვიან თანამშრომლობას მოიცავს. სერვისის მიღებისთვის ყოველთვიური გადასახადი კი $75,000 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ Mercury-ს გუნდი ისეთი გამოცდილი კადრებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც ყოფილი სენატორი დევიდ ვიტერი და გარდამავალ პერიოდში ტრამპის კომუნიკაციების გუნდის ხელმძღვანელი, ბრაიან ლანზა არიან. ოფიციალური დელი ახლა ფსონს ტრამპის ახლო გარემოცვაზე დებს, რადგან მათ პრეზიდენტის ბუნება და მასზე ზემოქმედების გზები კარგად იციან.




























