მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელი მილიარდერი დენ ფრიდკინი “ევერტონის” შეძენას დათანხმდა

დენ ფრიდკინი ევერტონი

საინვესტიციო ჯგუფი “Friedkin Group”, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი დენ ფრიდკინი ხელმძღვანელობს, ლივერპულური კლუბის “ევერტონის” ყიდვას დათანხმდა. გარიგება ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას პრემიერ ლიგის, ფეხბურთის ასოციაციისა და ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ორგანოს მხრიდან.

ფრიდკინის განცხადებით, გარკვეული აუცილებელი თანხმობები დარჩა საჭირო ტრანზაქციის განსახორციელებლად. ამერიკელის მიზანია, რომ კლუბს სტაბილურობა მოუტანოს, როგორც სპორტული, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან “ევერტონის” ახალი სტადიონის მშენებლობა უნდა დაასრულოს.

ამ გარიგებით ფრიდკინი კლუბის 94%-ს მიიღებს, რომელსაც აქამდე ფარჰად მოშირი ფლობდა. მოშირის ინვესტიციების მიუხედავად კლუბმა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რეგრესი განიცადა და არაერთხელ გადაურჩა მეორე დივიზიონში დაქვეითებას. გასულ წელს კი სულაც ქულები დააკლეს ფინანსური წესების დარღვევის გამო.

ფრიდკინამდე კლუბის შეძენაზე ინტერესი გამოთქვეს ამერიკულმა ფირმა “777 Partners-მა” და ბიზნესმენმა ჯონ ტექსტორმა. რაც შეეხება “Friedkin Group-ს” მათი პირველი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და როგორც ჩანს, მეორე ჯერზე ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

ცნობისთვის, დენ ფრიდკინის წმინდა ქონება 7,6 მილიარდადაა შეფასებული და “ევერტონის” გარდა იტალიურ “რომასაც” ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები