მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელი მილიარდერი მირიამ ადელსონი NBA-ის კლუბ “დალას მავერიქსის” წილს ყიდულობს

მირიამ ადელსონი დალას მავერიქსი

ამერიკის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალმა მირიამ ადელსონმა თავისი კაზინოს Las Vegas Sands-ის წილის 2 მილიარდ დოლარად გაყიდვა გადაწყვიტა. ადელსონი, როგორც ჩანს აქტიურად ადევნებს თვალს სპორტული კლუბების მზარდ ბიზნესს და გადაწყვიტა აღნიშნული თანხა თავადაც სპორტულ ფრენჩაიზში დააბანდოს. კერძოდ საუბარია NBA-ის კლუბ “დალას მავერიქსზე”, რომლის მფლობელიც მარკ კუბანია.

როგორც ამერიკული მედია წერს ადელსონი კლუბის უდიდესი წილის შეძენას აპირებს, თუმცა საკალათბურთო საკითხების დირექტორად მარკ კუბანს დატოვებს, რადგანაც ის იდეალურად უძღვება ტექსასურ კლუბს.

ცნობისთვის, მირიამ ადელსონი კაზინო Las Vegas Sands-ის 400 მილიონ აქციას ფლობს, რომლის ღირებულებაც 19 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუკი ის კლუბის საკონტროლო პაკეტს შეიძენს, სპორტული კლუბის ერთ-ერთი უიშვიათესი ქალი მმართველი გახდება და ამავდროულად უმდიდრესიც. Forbes-ის მონაცემებით ის მსოფლიოს 44-ე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 32,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

რაც შეეხება, “დალას მავერიქსის” ამჟამინდელ მფლობელ მარკ კუბანს, მან საკალათბურთო კლუბი 2000 წელს 285 მილიონ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც 2011 წელს “მავერიქსმა” თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონობა სწორედ მისი მმართველობის დროს მოიპოვა. ცნობისთვის, ამჟამად კლუბის 100%-იანი პაკეტი, 3.5 მილიარდ დოლარადააა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები