სენატორი ჯინ შაჰინის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს.
კონგრესის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, უახლესი ცვლილება 13 ნოემბერს ფიქსირდება, შედეგად კი ჯამში კანონპროექტს 19 თანაინიციატორი ჰყავს, საიდანაც 9 დემოკრატია, 9 რესპუბლიკელი, ხოლო 1 დამოუკიდებელი წევრი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩამონათვალში 5 სენატორი იყო, მათი რაოდენობა კი ეტაპობრივად გაიზარდა.
ცნობისთვის, „ქართველი ხალხის აქტი“ ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს იმისთვის, რომ პასუხი აგონ საქართველოში კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და “რუსული კანონის” მიღებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.