მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის საელჩოსთან „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა

6306088416ad7
BM.GE
24.08.22 15:27
1866
ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოპირდაპირედ, „ვენდის“ კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა. ეს რესტორანი ვენდის ახალი, 2023 წლის კონცეფციის ნაწილია, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიებით, არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევა.

განსხვავებული ერგონომიკით, ახალი ტექნოლოგიებით, 24 საათიანი მომსახურებითა და ორ ნაკადიანი Drive Thru - სერვისით, ახალგახსნილი რესტორანი საქართველოში „ვენდის“ პირველი რესტორანია, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის მომხმარებლების მიღების რესურსი აქვს.

„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „ვენდის“ ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი და „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

„საქართველოში „ვენდის“ ბრენდირებული რესტორნების ქსელის განვითარების პირველი დღიდანვე ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ კომპანიის მთავარი დანაპირები, რომელიც 1969 წლიდან უცვლელია: "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". შესაბამისად, ვახდენთ ყოველდღიურად ახალი, საქართველოში წარმოებული ინგრედიენტებით დამზადებული, უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზებას ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის. „ვენდი“ საქართველოში ადამიანების თავშეყრის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ.

„ვენდისა და „დანკინის’ ფორმატში ეს ჩვენი ჯგუფის 75-ე რესტორანია. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელის ოპერატორი კომპანიაა და ჩვენ ბოლო პერიოდში მიღწეული ფინანსური შედეგების კვალობაზე, მიზნად დავისახეთ სწრაფად განვავითარდოთ ქსელი და 2025 წლისათვის საქართველოს მასშტაბით 150 რესტორანს ვუწევდეთ ოპერირებას. მოხარული ვართ, რომ თბილისის მერი, აშშ-ს ელჩი საქართველოში და „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაცია ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ჩვენი ქვეყნის ბაზარზე“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ბალანჩინის ქუჩაზე გახსნილი „ვენდის“ ახალი რესტორანი მომხმარებლებს Drive Thru სერვისს 24 საათის განმავლობაში შესთავაზებს, ხოლო მიმზიდველი ინტერიერისა და გამორჩეული ერგონომიკის მქონე დარბაზი, ტერასა და ულამაზესად გამწვანებული გარე ტერიტორია 08:00-00:00 საათამდე იმუშავებს. ახალი რესტორნის გახსნით დამატებით 60 სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროექტის განხორციელება „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები